22:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 13:47:19, 2401 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი თანამდებობიდან მის შესაძლო გადაყენებაზე: ოცნებას კაცი არ მოუკლავს

სააგენტო "რუპორ ოდესის" ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების განკარგულებას ხელი მოაწერა.

როგორც მედია საშუალება სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული განკარგულება 8 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება.

"ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადაყენების განკარგულებას ხელი მოწერა. განკარგულება 8 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება, მიუხედავად საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა", - ნათქვამია მედია საშუალების ინფორმაციაში.

აღნიშნულ ფაქტს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკვე გამოეხმაურა.

"ოცნებას კაცი არ მოუკლავს. პრეზიდენტის ვიზიტის დროს ჩვენ ერთობლივად წარვადგენთ ჩემ სამ ახალ მოადგილეს, რომელთა შორის კემბრიჯის და პრინსტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან, ასევე ლონდონის სკოლის დამთავრებულებიც. გარდა ამისა ისინი ძალიან საინტერესო და პროფესიონალი ადამიანები არიან", - წერს ოდესის ოლქის გუბერნატორი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics