|
2016-10-06 21:37:00, 806 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა „მომავლის პროექტების“ პრეზენტაცია გამართა
ჩვენ ვნახეთ გუშინდელი დღე და ვხედავთ დღევანდელს, ახლა კი შევალთ და ვიხილავთ მომავლის საქართველოს, რომელიც თანდათან უკვე რეალობა ხდება,–ამ სიტყვებით შეუძღვა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც „მომავლის პროექტების" პრეზენტაცია გამართა. ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია, სივრცითი განვითარება, „აწარმოე საქართველოში", „დანერგე საქართველოში", განახლებადი ენერგიის წყაროები, ეკოლოგიური საქართველო, „სტარტაპ საქართველო", „ბიზნეს სახლი" და ერთიანი ფრონტ–ოფისი, პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, განათლება საქართველოში, „უმასპინძლე საქართველოში"– ეს ის პროექტებია, რომლებმაც, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალი წინსვლა, კეთილდღეობა და სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები ახალგაზრდებს 3D ინსტალაციით წარუდგინა. „ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს საქართველოს - განვითარებულ, პროგრესულ ქვეყანას, უახლესი ტექნოლოგიებით, თანამედროვე განათლებით, ახალი საწარმოებით, წელში გამართული სოფლით და მოვლილი ბაღ-ვენახებით, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ეს იქნება ბედნიერი და სიყვარულით გამთლიანებული საქართველო. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველო! ჩვენ ახლა ერთად ვიმოგზაურებთ მომავლის საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელშიც ყველა ჩვენგანს სწადია ცხოვრება და რომლის მომავალსაც ყოველი ჩვენგანი საკუთარ მომავალს უკავშირებს,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო საქართველოს განვითარების ხედვა. „მომავლის პროექტების" პრეზენტაციის დასასრულს, პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ყველა იმ პროექტს, რომელიც წინ წასწევს საქართველოს და აამაღლებს ქვეყანაში ცხოვრების დონეს. „აი, ეს არის ის საქართველო, რომელსაც მე პირადად, ჩვენ გუნდთან ერთად, ყოველ თქვენგანთან ერთად ვნატრობ და რომლის შესაქმნელადაც ვმუშაობთ. ამ მიზნით მთელი საქართველო უნდა გავაერთიანოთ, რათა მივიღოთ ბედნიერი, სიყვარულზე დაფუძნებული, გაერთიანებული საქართველო. მერწმუნეთ, ამ საქართველოში ჩვენ ყველანი აუცილებლად ვიცხოვრებთ! "–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი საქართველო იქნება კიდევ უფრო თავისუფალი, ეკონომიკურად წელში გამართული, თანამედროვე ტექნოლოგიებით, კონკურენტუნარიანი სპეციალისტებით, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებით, ძლიერი სოფლით და ქალაქით, დაცული ეკოლოგიითა და ხელშეუხებელი ადამიანის უფლებებით.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)