|
2016-10-06 14:44:23, 864 ნახვა
პოლიტიკა
საია: აგვისტო-სექტემბერში წინასაარჩევნო დარღვევები გაიზარდა და დამძიმდა
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა. ახალგარზდა იუსრისტებმა წინასაარჩევნო პერიოდში 82 დაღრვევა/ტენდენცია დააფიქსირეს. როგორც საია-ს ანგარიშშია აღნიშნული, ივნისი-ივლისთან შედარებით აგვისტო-სექტემბერსა და ოქტომბრის პირველ დღეებში დარღვევების რაოდენობა და სიმძიმე გაიზარდა. მათ შორის საუბარია დიდინეძში, გორსა და თბილისში მომხდარ ფაქტებზე, რამაც ორგანიზაციის შეფასებით, საფრთხე შეუქმნა სტაბილურ საარჩევნო გარემოს და კითხვები გააჩინა, რაზეც ისინი სწრაფ, ეფექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას ელიან შესაბამისი სტრუქტურებისგან. ახალგარზდა იუსრისტებმა წინასაარჩევნო პერიოდში 82 დაღრვევა/ტენდენცია დააფიქსირეს. მათ შორის პარტიის ოფისების დარბევა-ქურდობის 5 ფაქტი, ზეწოლა-მუქარის 4 შემთხვევა, უკანონო აგიტაციის 10, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის -8 ფაქტი. სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დაკავების - 4 შემთხვევა, სამსახუროდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების -6 შემთხვევა, სააგიტაციო მასალის დაზიანების 10 შემთხვევა და ასე შემდეგ. ანგარიშის თანახმად, ფარული ჩანაწერების ფაქტორი წითელ ხაზად გასდევდა წინასაარჩევნო პერიოდს და ჩანაწერების გავრცელების დრო და შინაარსი საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მცდელობაზე მიუთითებდა . საია მოუწოდებს ხელისუფლებას და სამართალდამცავ ორგანოებს, უპირველეს ამოცანად დაისახონ კენჭისყრის დღის და სხვა საარჩევნო პროცესების უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ასევე სწრაფი, სრულყოფილი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიება საარჩევნო კანონმდებლობის ყველა დარღვევაზე. ახალგაზრდა იურისტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან დაპირისპირებასა და ესკალაციის საფრთხის შემცველ ქმედებებზე. ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის ძალადობრივი მიმართულებით განვითარება. ხელი შეუწყონ მშვიდობიან და სამართლიან საარჩევნო გარემოს. ცნობისთვის, საია 500-მდე დამკვირვებლით დააკვირდება კენჭისყრის დღის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით 49 საარჩევნო ოლქში.
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)