12:48 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 15:34:13, 621 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ და პაპაუა ახალი გვინეის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის ელჩმა ჩარლზ ლეპანიმ დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ეყრდნობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.

შეთანხმებას ხელი მოეწერა ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის საელჩოში, პაპუა ახალი გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი აღმატებულება რიმბინკ პატოს გარემოცვაში.

მხარეებმა ოქმის ხელმოწერით ხაზი გაუსვეს სურვილს და მზადყოფნას, განავითარონ კეთილმეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და წესების სრული დაცვის საფუძველზე.

პაპუა ახალი გვინეა 188-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.  საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, როგორც საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ასევე უკეთესი საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმირებაში წვლილის შეტანის მიზნით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics