00:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 13:00:41, 482 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: პარლამენტს პრეზიდენტთან არანაირი სადებატო არ აქვს

პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე ვარაუდობს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლისას დებატები არ გაიმართება და მხოლოდ ფრაქციების გამოსვლები იქნება. 

კობახიძის შეფასებით, პარლამენტს და მითუმეტეს საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტთან სადებატო არაფერი აქვს. 

„რაც შეეხება დებატებს, რეგლამენტი არც იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენ დებატები გავმართოთ პრეზიდენტთან. პარლამენტს, მითუმეტეს უმრავლესობას პრეზიდენტთან არანაირი სადებატო არ აქვს. ამიტომ, ალბათ იქნება ფრაქციების გამოსვლები  და ყველა პოლიტიკურ ძალას საშუალება ექნება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებზეც პრეზიდენტი ისაუბრებს. მე ვფიქრობ, რომ დებატები არ გაიმართება“, – აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics