11:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 10:15:32, 1123 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: შალვა არის ახალგაზრდა, დაუზარელი და საქმიანი

 „შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი" - ასე მიმართა  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სოფელ მეორე სვირში შეკრებილ მოსახლეობას და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, შალვა კიკნაველიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„როდესაც ქუჩაში ვიდექით, აქციებს ვაწყობდით თქვენთან ერთად, შალვა იყო იმერეთში მთელი ქართული ოცნების ახალგაზრდული მოძრაობების ორგანიზატორი. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაუზარელი და საქმიანი. დადებითი აქვს ასევე ის, რომ ახალგაზრდაა და უფრო მეტი ენერგია აქვს. მონდომებულია, რომ თავის რაიონს და მთლიანად იმერეთს აჩვენოს კარგი სახე საქართველოს პარლამენტში.

თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შალვასნაირი წარმომადგენელი გყავდეთ. ამ ადამიანს მთავრობაში, ქართულ ოცნებაში იცნობს ყველა. ის არ არის გუშინ შემომატებული წევრი. მას მიესვლება ყველგან, ყველა სამინისტროში და უწყებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა 8 ოქტომბერს ხმა მისცენ მომავალს და უარი უთხრან წარსულის დაბრუნებას.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics