|
2016-10-04 13:58:16, 682 ნახვა
პოლიტიკა
“ქართულმა ოცნებამ“ ადაპტირებული პროგრამების პრეზენტაცია გამართა
პირველად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, დამზადდა ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს,-ადაპტირებული პროგრამის პრეზენტაცია დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართეს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გამოიცა ბრაილის შრიფტით, ჩაიწერა აუდიო ვერსია. სმენათაქვეითებულებისთვის კი, ჟესტურ ენაზე პროგრამის ვიდეო ვერსია მომზადდა. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროდუქტების შემუშავებასა და დამზადებაში. ასევე, მინდა დავადასტურო, რომ პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მეამაყება, რომ ვიქნები ადვოკატთა ძალიან ძლიერი ლობისტური ჯგუფის წევრი, რომელიც იზრუნებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი უფლებებისა და თვაისუფალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს როგორც ფაკულტატურული ოქმის მიღებასა და იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ასევე დღემდე დარჩენილი საკითხების მოგვარებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებისთვის და ჩვენი თანამოქალეებისთვის არის პროდუქტული“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა. როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. „როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვეციის რატიფიცირება, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქიდანვე არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ გაგვეთვალისწინებინა კონვენციის მე-9-ე მუხლი და პროგრამა ყოფილიყო ადაპტირებული, რათა ეს არის ერთგვარი ნაბიჯი და სიგნალი იმისი, რომ ეს პრინციპი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ადაპტირებული პროგრამა ჩვენს ამომჩეველს, მოქალაქეებს მისცემს საშუალებას 8 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“, - დასძინა იონათამიშვილმა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)