|
2016-10-03 11:20:09, 1666 ნახვა
სამართალი
მამუკა ახვლედიანი: გამოდის, რომ ყველა მოსამართლეს უსმენენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, დღეს საქართველოში მოსამართლეებს უსმენენ და ასეთ პირობებში მოსამართლე თამამ და სწორ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. როგორც ახვლედიანმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, ფაქტი სასწრაფოდ გამოსაძიებელია. "უფრო მეტს ვსაუბრობ ტელევიზიით, ვიდრე მად არის ნათქვამი. ეს სატელეფონო საუბარი არ არის. მოსამართლეობის პერიოდში თუ ასე იწერენ ადამიანებს და შემდეგ მოსამართლეებს სთხოვენ, რომ თამამი და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ძალიან გასაკვირია. კიდევ უფრო საინტერესო ადამიანებთან მისაუბრია, მად არაფერს განსაკუთრებულს არ ვამბობ. ვცდილობდი, ყველასთან მიმეტანა პრობლემა, რაც კი სასამართლოში ხდებოდა.აქ გასაკვირი არაფერია, მაგრამ საინტერესოა, როგორ მოხდა ამის ჩაწერა. გამოსაძიებელია, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი. შეხვედრით, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად მისაუბრია. ბევრ სხვასთანაც მისაუბრია ბევრ სხვა პრობლემაზე. ვერ ვიხსენებ, დამონტაჟებულია, რამე ჩამატებულია, სულ ნახევარი საათია რაც მოვუსმინე მცირე მონაკვეთს, სრულად არ მინახავს",-განაცხადა მამუკა ახვლედიანმა და დასძინა, რომ მოსამართლის ჩანაწერის გავრცელება, დიდი დანაშაულია და ის პირდაპირ მოსამართლის შანტაჟზე მიუთითებს: "უნდა დავდგეთ და ვარჩიოთ, ვინ რას ვსაუბრობთ სახლში და გარეთ, ან ვინმესთან და ასე არის ადამიანის უფლება წასული ამქ ვეყანაში?! მართლა მაინტერესებს უბრალოდ რა ხდება. თურმე იწერენ მოსამართლეს, სასამართლოს თავმჯდომარეებს და მეტი შანტაჟი და მეტი რაღა უნდა მოხდეს. ამაზე უნდა გქონდეთ რეაქცია და არა ტექსტებზე. რაც მოვისმინე, შექმნილ სიტუაციაზე, 100%-ით ვადასტურებ და სწორედ მაგიტომ ავტეხე ეს ამბავი",-აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა. ახვლედიანს ჯერჯერობით უჭირს საუბარი, ვის რა მიზნით უნდა განეხორციელებინა ფარული ჩაწერა: "შეიძლება ვინმეს ჩემი გაბრაზება უნდა, რომ ვინმეს რაღაცები ვუთხრა, არვიცი, მიზნებს ვერ ვხედავ, ვის რა უნდა, რომ გააკეთოს. ამიტომ, ვცდილობ ნაკლებად აქტიური ვიყო, ბევრჯერ დავაანონსე, რომ რაღაცას გავაკეთებ, ვცდილობ, რომ პოლიტიკურად ცხელმა პერიოდმა ჩაიაროს. მარტთლა ბევრ კითხვებზეა პასუხი გასაცემი. ჩემთვის მთავარია გამოძიონ. ჩემი საუბარია და ჩემი ხმა ნამდვილად არის. შესაბამისად, მოსამართლის ჩანაწერს როცა ავრცელებ, პირველ რიგში უნდა გამოიძიონ მსგავსი დანაშაული, რადგან გამოდის, რომ ყველა მოსამართლეს უსმენენ და ყველაზე აქვთ მსგავსი ჩანაწერი. სასამართლოში მიმდინარე პრობლემაზე ვინც მკითხავს, მე ყველას ვესაუბრები",-განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს".
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)