|
2016-10-02 10:42:04, 710 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის სოფლების - ჭანიეთისა და ბახვის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლების - ჭანიეთისა და ბახვის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარუდგინა. დეტალურად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. ყურადღება გაამახვილა სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. „შემთხვევითი არ არის, რომ თქვენს სოფლებში „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა აქვს - „ქართული ოცნება“ თქვენი ოცნებაა, რომელიც თავისუფლებას, განვითარებას და კეთილდღეობას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა თალაკვაძემ. (NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)