|
2016-10-01 15:14:59, 771 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა. დავით ნარმანიამ განახლებული სკვერი მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად დაათვალიერა. სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მრავალწლიანი ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა, გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები, მოეწყო სარწყავი სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები. რეაბილიტაციის პროცესში დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები, ასევე მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი, რომელიც კაუჩუკით მოპირკეთდა. სპორტული მოედანი გასართობი ინვენტარითა და საქანელებით დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. ფუნქციონირება განაახლა სკვერში არსებულმა შადრევანმაც. ,,რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მაიაკოვსკის სკვერის განახლება. მნიშვნელოვანია, რომ აქ 3000-ზე მეტი სხვადასხვა მცენარე დაირგო, ასევე, სრულად მოხდა პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია: გაკეთდა შადრევანი, სასმელი წყალი მოსახლეობისთვის, სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის, დაიდგა დასასვენებელი სკამები, ნარჩენების გადასაყრელი ახალი ურნები და მნიშვნელოვნად განახლდა ტერიტორია. გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია და ყველაზე მთავარი, რაც აქ მოსახლეობას სჭირდებოდა, სწორედ ეს იყო - კეთილმოწყობილი სკვერი. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამ უბნისთვის”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ზედამხედველობით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ჯეო პარკმა" ჩაატარა. სამუშაოების ღირებულებამ 480 000 ლარი შეადგინა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)