|
2016-09-29 10:35:58, 585 ნახვა
საზოგადოება
„მეიქათონის“ ფარგლებში, ინოვაციური პროექტების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სასტუმრო „ბილთმორში“, თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურს „მეიქათონ“- ში გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოვების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და კონკურსანტებს სიტყვით მიმართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსში, რომლის თემატიკაც წელს „ქალაქის ურბანული ელემენტი იყო, 15 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსანტებს ამ თემაზე საკუთარი ინოვაციური პროექტები უნდა წარმოედგინათ, რომლებზეც მუშაობა და ყალიბების დამზადება მუნიციპალურ Fab Lab-ებში გაგრძელდა. მათივე ინფორმაციით, წარმოდგენილი 15 პროექტი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი საუკეთესო იდეა გამოავლინა. პირველი ადგილი ინოვაციურმა წყლის დასალევმა სვეტმა აიღო, რომელიც შშმ პირებისთვისაა გათვლილი. მეორე ადგილზე პროექტი „ინტელექტუალური ხე“ დასახელდა, რომელიც ღია ცის ქვეშ, თავისუფალ ბიბლიოთეკას წარმოადგენს. მესამე ადგილი კი კედლის დეკორატიულ ელემენტს, წარწერა „თბილის“-ს ერგო. როგორც გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, შემოსული იდეებიდან, შესაძლოა, ქალაქში რამდენიმე მათგანი რეალურად განხორციელდეს. „ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია ის, რომ „მეიქათონ“-ში მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარ პროექტებზე ჩვენს Fab Lab-ებში იმუშავეს, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდა იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ხორცს ასხამს ახალ პროექტებს. Fab Lab-ები გახლავთ ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან პროდუქტი, რომლითაც შემდგომში ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, შესაბამისად, ინოვაციური ლაბორატორია Fab Lab-ი მათთვის, მართლაც რომ, საუკეთესო წამოწყება და შესაძლებლობაა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. დედაქალაქის მერის შეფასებით, წლერევანდელმა „მეიქათონმა, რომლის თემატიკაც „ქალაქის ურბანული ელემენტი“ იყო, გაამართლა. დავით ნარმანიამ, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა. (NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)