|
2016-09-27 18:10:03, 1305 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წიკლაური: სუს-ის მასკარადში მონაწილეობას არ მივიღებ
მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი, მაგრამ მიმაჩნია რომ სუს-ი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს უშლის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიის წევრების სუს-ში დაბარება საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მხოლოდ არა სუს-ში, არამედ პარტიის ოფისში. „მზად ვარ, ყველა კითხვას გავცე პასუხი, მათ შორის იმ ფარსზე, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი არ შემეშალოს სააარჩევნო კამპანიაში, რა მიზანსაც ისახავთ, მობრძანდით ოფისში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასკარადში არ ვაპირებ, მივიღო მონაწილეობა. მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში. დღეს მთელი დღე იმის გამო, რომ მე მათ ოფისში ველოდებოდი, ვერ მოვახერხე საარჩევნო კამპანიის წარმოება”,- მიმართა ნუგზარ წიკლაურმა სუს-ის თანამშრომლებს. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, სუს-ი მას მოვალეობების შესრულებაში ხელს უშლის. შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ფიგურირებენ დაკითხვაზე დაიბარა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)