|
2016-09-26 18:43:50, 872 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ „სტუდია მაესტროს", „ტელეიმედის", „ჯი-დი-ეს თი-ვის" და "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის" განცხადება განიხილა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდია მაესტროს", შპს „ტელეიმედის", შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის" და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც თბილისში ა. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ეხებოდა. განცხადების ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების" ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა და მისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა. საკითხის განხილვის საჯარო სხდომას ოთხივე ტელეკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათი განმარტებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლი მათ სამაუწყებლო ბადეებში „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იყო განთავსებული. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტი და არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არ განხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, აქედან გამომდინარე შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)