02:19 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 10:51:57, 685 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს რექტორმა სტუდენტებს სწავლის დაწყება საპროტესტო აქციის ფონზე მიულოცა

თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ პირველკურსელებს სასწავლო წლის დაწყება შეძახილების და საპროტესტო აქციის ფონზე მიულოცა. 

მან სტუდენტებს უნივერსიტეტში დაუვიწყარი ოთხი წელი უსურვა.

„დაუვიწყარი ფონით მოხდა თქვენი  შემობრძანება აკადემიურ სივრცეში. გისურვებთ კარგ სასწავლო წელს, დაუვიწყარი იყოს თქვენს ცხოვრებაში ოთხი  წელი“,-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

ამასთან, მან „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებს დიალოგისკენ მოუწოდა და თხოვნით მიმართა პირველ კურსელებს ზეიმი არ ჩაუშალონ.

რექტორის თქმით, უნივერსიტეტის ავტონომია უპირობოა.

გარდა ამისა,  შარვაშიძის თქმით, ის აპირებს  უნივერსიტეტის ტრადიციები აღადგინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics