|
2016-09-24 22:22:10, 867 ნახვა
საზოგადოება
ხულოში „გოდერძის სუბალპური ბაღი„ გაშენდება
ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიწის ნაკვეთი დაათვალიერა და ბაღის შესახებ მონაცემებს გაეცნო. ალპური ბოტანიკური ბაღის შესახებ პრეზენტაცია ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორმა, ზურაბ მანველიძემ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ წარმოადგინეს. პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო მონაცემები ალპური ბაღის მომავალი იერსახის, ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების შესახებ. ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილია საოფისე და საინფორმაციო სივრცის მოწყობა,ძირითადი უბნების ფორმირება, ტურისტული ბილიკებისა და გზების მარკირება. „გოდერძის სუბალპური ბაღი" გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. "შქერნალის" ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება. ბაღი ესაზღვრება მდ. ქვაბლიანის ხეობას. შერჩეული ტერიტორია მოიცავს 10 ჰა-მდე ფართობს ფერდობებით, გავაკებებებით, ჭარბტენიანი მონაკვეთებით, ბუნებრივი ტბით, წყაროთი და ნაკადულით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მომავალი ბაღის ტერიტორიაზე სიმბოლურად ახალი ნერგები დარგეს. ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს. ბაღში განხორციელდება მაღალი მთის ეკოსისტემების შემსწავლელი სამეცნიერო-საველე ექსპედიციები, რაც ხელს შეუწყობს მაღალიმთიან აჭარაში, ბიოლოგიისა და აგროეკოლოგიის პროფილის მქონე ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას. ალპური ბოტანიკური ბაღის დაარსება დიდ პერსპექტივებს შეჰქმნის აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტული პოტენციალის ათვისების და მრავალფეროვნების მიმართულებით.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)