19:53 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 13:04:02, 1066 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: ქართველებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავის დადანაშაულება - "ისაა მამაძაღლი და იმისი ბრალია"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების მინისტრები ძალიან ეფექტურები არიან, თუმცა ხალხს მათი ეფექტურობა არ აინტერესებს, რადგან ქვეყანაში უამრავი გაჭირვებულია.

თუმცა, როგორც ივანიშვილმა GDS-ის გადაცემაში განაცხადა, ქართველების ერთ-ერთი თვისებაა ის, რომ საკუთარი თავის დადანაშაულება  არ უყვართ:

"მინისტრები ძალიან ეფექტურები არიან, მაგრამ ეფექტურობას  არ ღებულობენ, რადგან უამრავი გაჭირვებულია საქართველოში.ეკონომიკა როცა 4-5-ჯერ ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს და ჩვენ თავისუფლად ვმოგზაურობთ, ვიზალიბერალზიაცია არ მიგვიღია, მაგრამ საშუალო  დონის მაცხოვრებელი ქართველებიც მოგზაურობენ  თავისუფლად ევროპაში. ხედავენ, როგორ ცხოვრობენ ევროპაში, რა თქმა უნდა, უკამყოფილოები  არიან. ადამიანს ძალიან უჭირს საკუთარი თავის დადანაშაულება.ეს ერთ-ერთი ჩვენი თვისებაა. საკუთარი თავი არა, არაა, ისაა მამაძაღლი და იმისი ბრალია",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics