|
2016-09-21 16:19:25, 779 ნახვა
პოლიტიკა
მიროტაძე: „ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას“ შეუძლიათ გააფორმონ მემორანდუმი, ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება
პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფორუმი" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს არ მოაწერს. როგორც პარტიის წევრმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "ეროვნული ფორუმი" ცივილური პარტიაა და დაპირისპირებასა და ქვების სროლას არასოდეს დაიწყებს. შესაბამისად, მიროტაძის აზრით, მათ მსგავსი შეთანხმებები არ სჭირდებათ: ""ეროვნულ ფორუმს" არ სჭირდება მემორანდუმებით იმის გაფორმება, რაც ისედაც უნდა იყოს, რომ ადამიანები არც არჩევნების დროს, არც წინასაარჩევნო პერიოდში და არასოდეს, პოლიტიკური ნიშნით, ან შეხედულებების გამო, ერთმანეთს არ უნდა ურტყამდნენ და ქვებს არ უნდა ესროდნენ. ჩვენ ასეთი შეთანხმებები არ გვჭირდება. ეს პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". მათ შეუძლიათ, ერთმანეთთან გააფორმონ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომ ქვები არ დაუშინონ ერთმანეთს. არ არსებობს აუცილებლობა ჩვენი მხრიდან, რომ ხელი მოვაწეროთ, რადგან ჩვენ ცემა-ტყეპას, ქვების სროლასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისედაც არ ვაპირებთ. ვიცით, რომ მივდივართ არჩევნებზე, ვიმყოფებით წინასაარჩევნო ვითარებაში, ვაპირებთ ყველა ცივილური გზით გამარჯვებას. თუ ვინმე არის ამ ცემა-ტყეპაში და დაპირისპირებაში შემჩნეული, არის ორი პარტია საქართველოში-"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება". ასე რომ, შეუძლიათ გააფორმონ ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომ არ გალახონ ერთმანეთი, არ დაუპირისპირდნენ ერთამანეთს, არ იყოს ქვების სროლა",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" ანი მიროტაძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა: „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.მიროტაძე: "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შეუძლია გააფორმონ მემორანდუმი, რომ ერთმანეთი არ გალახონ, ჩვენ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფორუმი" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს ხელს არ მოაწერს. როგორც პარტიის წევრმა ანი მიროტაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, "ეროვნული ფორუმი" ცივილური პარტიაა და დაპირისპირებასა და ქვების სროლას არასოდეს დაიწყებს. შესაბამისად, მიროტაძის აზრით, მათ მსგავსი შეთანხმებები არ სჭირდებათ: ""ეროვნულ ფორუმს" არ სჭირდება მემორანდუმებით იმის გაფორმება, რაც ისედაც უნდა იყოს, რომ ადამიანები არც არჩევნების დროს, არც წინასაარჩევნო პერიოდში და არასოდეს, პოლიტიკური ნიშნით, ან შეხედულებების გამო, ერთმანეთს არ უნდა ურტყამდნენ და ქვებს არ უნდა ესროდნენ. ჩვენ ასეთი შეთანხმებები არ გვჭირდება. ეს პრობლემა აქვს "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას". მათ შეუძლიათ, ერთმანეთთან გააფორმონ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომ ქვები არ დაუშინონ ერთმანეთს. არ არსებობს აუცილებლობა ჩვენი მხრიდან, რომ ხელი მოვაწეროთ, რადგან ჩვენ ცემა-ტყეპას, ქვების სროლასა და ერთმანეთთან დაპირისპირებას ისედაც არ ვაპირებთ. ვიცით, რომ მივდივართ არჩევნებზე, ვიმყოფებით წინასაარჩევნო ვითარებაში, ვაპირებთ ყველა ცივილური გზით გამარჯვებას. თუ ვინმე არის ამ ცემა-ტყეპაში და დაპირისპირებაში შემჩნეული, არის ორი პარტია საქართველოში-"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება". ასე რომ, შეუძლიათ გააფორმონ ერთმანეთთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომ არ გალახონ ერთმანეთი, არ დაუპირისპირდნენ ერთამანეთს, არ იყოს ქვების სროლა",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" ანი მიროტაძემ. შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გაასაჯაროვა: „ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, ვაცნობიერებთ რა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება არის საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებელი პირობა, ვაცნობიერებთ რა, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ კონტრაქციის მოწყობა ქმნის ძალადობის პროვოცირების განსაკუთრებულ საფრთხეს, ვთანხმდებით, რომ უზრუნველვყოფთ ჩვენი აქტივისტების დისტანცირებას სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მივიღებთ ყველა ზომას, რათა არ დავუშვათ ჩვენი აქტივისტების მიერ სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება მთელ საარჩევნო პერიოდზე, არჩევნების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებამდე“, - ნათქვამია მემორანდუმში.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)