17:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 23:15:40, 770 ნახვა

პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს გლდანის ციხეში

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს გლდანის ციხეში, ამის შესახებ "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, "სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ქვეყნის აღდგენა".

"მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს გლდანის ციხეში და გადაეცეს ჰააგის ტრიბუნალს," - აცხადებს ნათელაშვილი.  

ის ბიძინა ივანიშვილს "რეგვენს", "ხისთავიანს", "ბანდიტს" და "კრიმინალს" უწოდებს.

"მსოფლიომ ჩვენზე იფიქრა, რომ ფულის ამყოლი ხალხი ვართ, რომ ჩვენ ვერცხლის მიმდევარი ხალხი ვართ იმიტომ, რომ 2012 წელს 1 ოქტომბერს ავირჩიეთ რეგვენი, ხისთავიანი, ბანდიტი და კრიმინალი. ჩვენ ჰააგაში სარჩელს შევიტანთ. ის არამარტო ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გადაურჩება, არამედ საერთაშორისოსაც. საყდრისის აფეთქებაა მარტო საკმარისი, რომ საერთაშორისო სასამართლოს განსასჯელად იქცეს," - განაცხადა ნათელაშვილმა.

აქვე, პირველი ლეიბორისტი კიდევ ერთხელ სთხოვს ამომრჩეველს, ანდონ ქვეყნის მართვა, რადგან "დღეს არის ქვეყანა, სადაც თუ მოიპარავ ცოტას, დაგიჭერენ ციხეში, თუ მოიპარავ ბევრს დაგნიშნავენ მინისტრად".

„ერთხელ ვთხოვეთ ჩვენ ხალხს, ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა, მაშინ ანდეს ბიძინა ივანიშვილს და ის ქვეყანა გადაიჩეხა უფსკრულში და ჩვენ უკან უნდა ამოვიყვანოთ. ისე მყარად უნდა დავაყენოთ, რომ ვერც ერთმა ავანტიურისტმა, ოკუპანტმა თუ გადამგდებმა ვეღარ შეძლოს მისი დაქცევა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გააკრიტიკა და მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს, გორში იოსებ მაკრახიძეს და ხაშურში ვალერი გელაშვილს "ოლიგარქები" უწოდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics