23:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 10:51:14, 835 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, პასკალ მენიესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში, ფრანგული ინვესტიციის ფარგლებში,  მესაქონლეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთის მხარესთან თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და  სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics