22:23 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 21:07:20, 487 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები იყო

„დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები იყო“,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკური გუნდის მინისტრების მოსმენა გაიმართა.

თუმცა მიუხედავად  ამისა, კვირიკაშვილი დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილია, რადგან  მისივე თქმით, მთავრობამ საკუთარი გეგმები წარმოადგინა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მთავრობა როგორც შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობს, ის დაშვებულ შეცდომებსაც აღიარებს.

„დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკური ხასიათის შეკითხვები იყო. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც იმ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომ რაც გაკეთდა ისიც თქვას, ეს ალბათ უფრო ხმამაღლა უნდა ითქვას, მაგრამ თუ რამეში იქნა დაშვებული შეცდომები ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ  წინა პერიოდის განმავლობაში რაიმე სწორად არ იქნა გაკეთებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო კარგი, რადგან წარმოჩნდა რეალური სურათი რა გვაქვს, რას ვაპირებთ და რა ნაბიჯებს ვგეგმავთ“,-აღნიშნა  გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics