|
2016-09-19 17:27:35, 1226 ნახვა
საზოგადოება
არნოლდ სტეპანიანი: ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა წლებია არსებობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარის არნოლდ სტეპანიანის განცხადებით, დღეს ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობა, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 15%-ი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არის ინტეგრირებული. ამასთან, „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას სტეპანიანმა განაცხადა, რომ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ქართული ენის არცოდნა მნიშვნელოვანი ბარიერია. „ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციის პრობლემა უკვე წლებია არსებობს და ამაზე ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ. მოსახლეობის დაახლოებით 15%-ი ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებული არ არის და განვითარების მხრივ, ეს გარკვეულ რისკებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის სწავლების უამრავი პროგრამა მოქმედებდა და ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, ქართული ენა მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ისწავლა. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში არ არიან ჩართულები. საჭიროა, სხვა მიდგომებზე დავფიქრდეთ და არჩევნების შემდეგ ამაზე ხელისუფლებასთან საუბარი გვექნება და მათ ჩვენს ხედვას გავაცნობთ. ჩვენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უნდა შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ მინიმუმ ქართულ საინფორმაციო სივრცეში ინტეგრირდნენ. მათ მიერ იმის აღქმა არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან“, - განაცხადა სტეპანიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული ენის გარდა უმცირესობების წარმომადგენლებს სხვა პრობლემებიც გააჩნიათ, რადგან თბილისში ბევრმა ადამიანმა იცის ქართული, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების პრობლემა აქვთ. „ადგილობრივი თვითმართველობის დონეზე ჯავახეთში უმცირესობების წარმომადგენლების პრობლემა არ არის, განსხვავებით ქვემო ქართლისგან. ვთვლი, რომ უმცირესობების რიცხვიდან გამომდინარე, პარლამენტში მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს. გარდა ამისა, თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების უმეტესობა ქართულ ენას ფლობს, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებში არ არიან დასაქმებულები და აქ აქცენტი სხვა ბარიერებზე უნდა გაკეთდეს. 5 წლის წინაც საჯარო სამსხურში ეთნიკური უმცირესობის დასაქმების რიცხვი თითქმის ანალოგიური იყო. თუმცა, ხელისუფლების 4-წლიანი მმართველობის დროს აღსანიშნავია ერთი ფაქტი - ადრე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მაქსიმუმ 2 პარტია შედიოდა. ახლა უფრო მეტი დემოკრატიის პირობებია. ახლა რეგიონებში გაცილებით ბევრი პოლიტიკური პარტია მუშაობს ამომრჩეველზე. მაგალითად, ქვემო ქართლში 10-მდე პოლიტიკური პარტია მუშაობს და ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმული. თუმცა პოლიტიკური პარტიები სამცხე-ჯავახეთში და ქვემო ქართლში კლანების მეშვეობით მუშაობენ და ეს შეცდომაა - ხშირად უბრალო გლეხამდე პარტიების მესიჯები არ მიდის. თუმცა, უფრო მეტი დემოკრატია და კონკურენციაა და ეს კარგია“, - განაცხადა სტეპანიანმა. აღსანიშნავია, რომ დღეს სახალხო დამცველმა პრესკონფერენციაზე ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. „ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია“. როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და სახელწმიფო ენის არ ცოდნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)