|
2016-09-19 14:33:38, 728 ნახვა
საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტში აბრეშუმის პარკიდან ძაფის საჩვენებელი ამოხვევა ჩატარდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა თუთის ახლადგაშენებული პლანტაციები დაათვალიერეს და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მომავალი წლისათვის აბრეშუმის პარკის მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების ხელშეწყობა წარმოადგენს. ცნობისთვის, დღეისათვის, საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. დაირგო ასი ათასი ძირი თუთის ნერგი, რომელიც საქართველოში ბიზნესმენმა, ჯიმშერ ჩხაიძემ შემოიტანა და მარტივი ტიპის პარკსახვევ ორ დაზგასთან ერთად სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ერთი დაზგა და 2000 ძირი თუთის ნერგი, ახმეტის მეაბრეშუმეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „აბრეშუმხვევიას“ გადაეცა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა აღნიშნულ კოოპერატივს 100 გ. პირველი ასაკის აბრეშუმის ჭიაც გადასცა. მეაბრეშუმეებს კონსულტაციებს ცენტრის სპეციალისტი უწევდა. ამჟამად, მიღებული აბრეშუმის პარკის ახალ პარკსახვევ დაზგაზე ამოხვევა მიმდინარეობს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)