17:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:26:46, 780 ნახვა

პოლიტიკა
უგრეხელიძე: პირები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ პროვოკაციაში ადანაშაულებს, ჩვენი შტაბიდან დათხოვნილები იყვნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სევდია უგრეხელიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბრალდებები, თითქოს ენმ-ის წევრებმა პროვოკაციები მოაწყვეს, სრული აბსურდია.

უგრეხელიძემ  სოფელ გამარჯვებაში მომხდარ ინციდენტს „ქართული ოცნების“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.

„ეს ქართული ოცნების მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციაა.  მე რა თქმა უნდა ყველა აქტივისტს არ ვიცნობ, მაგრამ ეს შემოგზავნილი წევრები, შტაბიდან  დათხოვნილები იყვნენ, რადგან აგენტურაში გამომჟღავდნენ. სწორედ შტაბიდან გაშვების შემდეგ დაგეგმეს მათ პროვოკაცია და თავს დაესხნენ ოცნების შტაბს. თუმცა ამ დროს მათ ერთიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“  არაფერი აკავშირებდათ.  რაც შეეხება მანდატებს, ჩვენთან მარტივად, ელექტრონულადაა გაწევრიანება შესაძლებელი. შესაბამისად,  არც მანდატის გაცემაა სირთულესთან დაკავშირებული“,-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, თეთრი წყაროს სოფელ გამარჯვებაში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიჭრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics