17:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 11:02:40, 721 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ჩვენ დავასრულეთ ვალების ეკონომიკა და დავიწყეთ ინვესტიციების ეკონომიკა

„ჩვენ დავასრულეთ ვალების ეკონომიკა და დავიწყეთ ინვესტიციების ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობას მოუტანს” – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული  საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალლაკვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მერიის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სექტორებზე.

 „მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. გპირდებით,  იმედებს აუცილებლად გაგიმართლებთ და ვიქნები თითოეული თქვენგანის ინტერესების დამცველი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის განვითარება და გაძლიერება, ახალი სამუშაო ადგილები და სოციალური კეთილდღეობა. რაც შესაძლებელია შევძლებთ და შეუძლებელსაც შევეჭიდებით“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ მერიის მოსახლეობას. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics