|
2016-09-16 18:56:51, 939 ნახვა
პოლიტიკა
,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მეტალურგებს შეხვდნენ
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს შეხვდნენ. პაატა მხეიძესა და გიორგი ბეგაძესთან შეხვედრას შპს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორი, საამქროს ხელმძღვანელები, უბნის უფროსები და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ რუსთაველ მეტალურგებს ,,ქართული ოცნების“ ეკონომიკური ხედვები გააცნო. „გავიმეორებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომ რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა და რუსთაველებში სამეწარმეო სულისკვეთება გენეტიკურად დევს. ამიტომ, ჩვენი მიზანია, სრულად გამოვიყენოთ ამ რეგიონის სამეწარმეო პოტენციალი და ყველა შესაძლებლობა შეგიქმნათ, რათა საკუთარი შრომით მიღებული კეთილდღეობა თქვენმა ოჯახებმა მალე იგრძნონ. სწორედ ამიტომ დავიწყებთ სხვადასხვა სამეწარმეო პროექტებს, რადგან კარგად გვესმის, რომ საჭიროა ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების დამკვიდრება“,-აღნიშნა ბეგაძემ. 29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა მხეიძემ ყურადღება გაამახვილა რუსთავში არსებული სამეწარმეო რესურსის სრულად ათვისებასა და ახალი პროგრამით გათვალისწინებულ სამეწარმეო შეღავათებზე. „ეკონომიკური განვითარება პარტიის მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ქვეყანასი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ცენტრი. უფრო სწორად კი რუსთავს, ახლო წარსულში უმსხვილეს ინდუსტრიულ ცენტრს, ამ ფუნქციის დაბრუნების პერსპექტივით უნდა მიენიჭოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი. რუსთავს აქვს საინჟინრო კვალიფიციური კადრების პოტენციალი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაარსებული უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი საწარმოო ფილიალის რუსთავში გახსნის პერსპექტივაც უნდა იყო განხილული“, - განაცხადა პაატა მხეიძემ. დეპუტატობის კანდიდატები მეწარმეებს დაპირდნენ, რომ მანდატის მოპოვების შემთხვევაში, ბიზნესის მხარდასაჭერად საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენენ. რუსთაველ ამომრჩევლებთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. (NS)
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)