19:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:03:33, 1187 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: საქართველოში პირველად მსჯავრდებულს უმაღლესი განათლების მიღების უფლება მიეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს  გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

 პრემიერის თქმით, აღნიშნული კოდექსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ადამიანის  უფლებების დაცვის დონეს თვისობრივად ცვლის:

„ ვფიქრობთ, ეს იქნება თვისობრივი ცვლილება  საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. საქართველოში მსჯავრდებულს პირველად მიეცემა უმაღლესი განათლების მიღების უფლება, სრულწლოვანი მსჯავრდებულისთვისაც ინერგება არასაპატიმრო  სასჯელის ახალი სახე- შიდაპატიმრობა, მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები, იცვლება უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა გადასინჯვის მექანიზმები, ანუ შემდგომი შესაძლო გათავისუფლების მექანიზმი შემოდის და ა.შ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია და მინდა წარმატება  გისურვოთ  ამ ცვლილებების დანერგვის პროცესში“, -აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics