|
2016-09-15 17:23:54, 799 ნახვა
საზოგადოება
სუბარი: ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ. სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 60 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება. „ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. 12 მათგანი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 5 მშობლებმა გადაასვენეს. იდენტიფიცირებულ მეომართა რიცხვი ამ დროისთვის 60-მდე ავიდა და კიდევ 100-ზე მეტი არის ექსჰუმირებული და მიმდინარეობს იდენტიფიცირება. პროცესი გრძელდება, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა წითელ ჯვარს და მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზურ მხარეს, რომელიც დიდი გულისტკივილით ეკიდება ჩვენს ტკივილს“, - განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა. აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. ცნობისთვის, 2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა როგორც ოკუპირებული აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. სამარხები გაიხსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში, ოდიშსა და კუკიის სასაფლაოზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ დრომდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი. დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება. (NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)