|
2016-09-15 13:19:45, 1031 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: მთელი „ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, ბოლო შემოდგომა დარჩათ
მთელი "ნაციონალური მოძრაობა" კუთხეშია შეყრილი, ბოლო შემოდგომა დარჩათ და კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტუმარად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შანსი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რაჭაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის მცდელობა პირველივე დღიდან ჰქონდა. "ჯერ კიდევ 2012 წელს წინასაარჩევნოდ, 3-ჯერ თუ 4-ჯერ, ჩემთან რობერტ სტურუა იყო მოსული. ის, მეუბნებოდა, ბიძინა იცოდე, ესენი უსისხლოდ არ წავლენ. ბოლოს ის გაოცებული იყო, რა გააკეთე ასეთი, როგორ მოხდა, რომ ესენი უსისხლოდ წავიდნენ. როგორ მოხდა ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა არა ყველაფერი. პირობას გაძლევთ, რომ ოდესმე მოგიყვებით", - აღნიშნა ივანიშვილმა. მან 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოც გაიხსენა და აღნიშნა, სააკაშვილს სხვა გზა არ ჰონდა და იძულებული გახდა წასულიყო. "ეს მართლაც საოცრებაა, რომ მათ უსისხლოდ წასვლა ვაიძულეთ. მერე გამოვიდა სააკაშვილი და ამბობდა: ნახეთ, როგორი დემოკრატია გვაქვს, როგორ გადავაბარე ხელისუფლება. რისი გადამბარებელი იყო ეგ?! გასანძრევი არ ჰქონდა სხვა და იძულებული გახდა წასულიყო. მე ვახერხებდი მაგათ ინტრიგებზე წამოგებას, ვიცოდი, რომ გვისმენდნენ, ჩვენ ხომ დიდ აქციებს ვატარებდით, მათ შორის რაჭაშიც დიდი აქცია გვქონდა. სპეციალურად მირეკავდნენ, ვამბობდი: როგორი ბრიყვები არიან "ნაციონალები", ასეთი დიდი აქციები, რომ დაიწყოთ, ასეთ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებდით და სააკაშვილმა ეს "ჭამა". ამისთვის თბილისში მომზადება დაიწყეს. 80 ათასი კაცი მთელი დღე აგროვეს და სტადიონი ვერაფრით ვერ გაავსეს, 11 საათზე დანისნული მიტინგი 5-ჯერ გადადეს. რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისში ჩვენ გვქონდა მიტინგი, ამდენი ადამიანი ქალაქში არავის უნახავს. მე ვიცი, რომ 700 ათასძე მეტი ადამიანი იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ყოფილმა პრემიერმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და აღნიშნა, რომ უწყებამ ნებისმიერი პროვოკაცია უნდა აღკვეთოს. "რა თქმა უნდა მათ დესტაბილიზაციის სურვილი გააჩნიათ. ჩემი პრემიერობის დროს პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჩამოვართვით და კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ მაშინაც. ახლა პარლამენტში 46 კაცი ჰყავთ და ამჯერად 10 ეყოლებათ უკეთეს შემთხვევაში. შეიძლება საერთოდ ვერ შევიდნენ პარლამენტში, ამიტომ უკეთესი გზა ნახეს და ძალადობით ეცდებიან, რამე გააკეთონ. ვიღაცა კაცი უკრაინიდან გამოდის და რაღაცეებს ამბობს. თავისუფალი ტელევიზიის დირექტორიც ნახეთ რა დღეშია და როგორ დაუფარავ განცხადებებს აკეთებს. დესტაბილიზაციის დიდი ცდუნება აქვთ, მაგრამ ვერაფერსაც ვერ იზამენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)