09:39 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:02:02, 591 ნახვა

პოლიტიკა
მერაბ ქვარაიამ და თამაზ ფაცაციამ ამომრჩევლებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“  ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია სპორტკომპლესის მიმდებარე ტერიტორიაზე ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს მერაბ ქვარაიამ ქალაქის საკრებულოში ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟრიტარობის კანდიდატი თამაზ ფაცაცია წარუდგინა.

ორივე კანდიდატმა მოსახლეობას სამოქმედო პროგრამა და ქალაქის განვითარების ხედვა გააცნო.

„ეს არის უბანი, რომელმაც 2014 წლის არჩევნებში ნდობა გამომიცხადა და გავხდი ამ უბნის მაჟორიტარი ქალაქის საკრებულოში. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც აქ განხორციელდა. ასევე, ვისაუბრეთ ჩვენ სამომავლო გეგმებზე. თითოეული ჩვენგანის ამოცანაა, მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, ყველა უბანში იყოს გამართული ინფრასტრუქტურა. თამაზ ფაცაცია არის ადამიანი, რომელიც ამ უბანში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული, იქნება მათი ღირსეული წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრის შემდეგ.

(NS)  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics