|
2016-09-13 18:15:43, 863 ნახვა
საზოგადოება
"მაგთი" ისევ იტყუება
"მაგთიკომი" მომხმარებლისთვის არარსებული დავალიანების დარიცხვას გაუგებრობით ხსნის. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ "პირველის" მიერ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის შესახებ დოკუმენტი "მაგთიმ" "ვერ დაიჭირა" – მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი აცხადებს, რომ მის მფლობელ, "კავკასუს ონლაინის" წარმომადგენელს, "მაგთიკომისთვის" არ მიუწოდებია ინფორმაცია ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ "პირველი" არაერთხელ ესაუბრა "მაგთიკომის" წარმომადგენელს ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნაზე. თავის მხრივ, "კავკასუსის" ყოფილი თანამშრომელი "პირველთან" საუბარში აცხადებს, ინფორმაცია, რომ შპს "პირველს" არ სურდა "კავკასუსთან“ მოქმედი ხელშეკრულების გაგრძლება, შესაბამის სამსახურს მიაწოდა. მობილური კავშირგაბმულობის კომპანია თავის მართლების რეჟიმზეა გადასული. როგორც ცნობილია, საინფორმაციო სააგენტო "პირველმა" 12 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, დასტურდება, რომ "მაგთიკომი" მომხმარებლებს არარსებულ გადასახადს აკისრებს. შპს "პირველისთვის" გაუგებარია რატომ ცდილობს "მაგთიკომი" "კავკაუს ონლაინის" თანამშრომელს დააკისროს მომხდარზე პასუხისმგებლობა, მაშინ როდესაც "პირველი", 28 ივლისს ესაუბრა „მაგთიკომის“ წარმომადგენელს, რომელმაც დაადასტურა ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნის მიღება. საქმე ეხება, შპს "პირველსა" და "კავკასუს ონლაინს" შორის 2013 წლის 15 ოქტომბერს დადებულ ხელშეკრულებას, რომლის გაუქმებაც "პირველმა" მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ "კავკასუსი" "მაგთიკომმა" შეიძინა. შპს "პირველმა" ჯერ კიდევ 27 ივლისს მიმართა "კავკასუს ონლაინს" მოქმედი ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, რაზეც "კავკაუსისგან" მიიღო პასუხი, რომ პირველი გვისტოდან შპს "პირველსა" და "კავკასუს" შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდებოდა. მოგვიანებით, 28 ივლისს, შპს "პირველმა" უკვე "მაგთიკომის" წარმომადგენლისგან მიიღო საინფორმაციო სახის შეტყობინება, რომ პირველი აგვისტოდან, "კავკასუსს" "მაგთი" ჩაანაცვლებდა, რის პასუხადაც, "პირველმა" დაუყოვნებლივ შეატყობინა "მაგთიკომს" რომ შპს "პირველი" არ აპირებდა ისეთ უპასუხისმგებლო კომპანიასთან თანამშრომლობას, როგორიც "მაგთიკომია". ასევე, "პირველმა" "მაგთიკომს" გადაუგზავნა ოფიციალური წერილი ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, რაზეც "მაგთიკომის" წარმომადგენლისგან მიიღო დადასტურება, რომ შპს "პირველზე" დარიცხვები პირველი აგვისტოდან შეწყდებოდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნაზე, 10 სექტემბერს შპს "პირველმა" "მაგთიკომისგან" მიიღო შეტყობინება მიმდინარე დავალიანების შესახებ, მაშინ როდესაც "პირველი" თვეზე მეტია, მათი მომსახურებით აღარ სარგებლობს. http://pia.ge/show_news.php?id=77265
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)