|
2016-09-12 12:51:17, 995 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის მეორე არჩევანი "თავისუფალი დემოკრატებია"
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. თუმცა, GDS-ის ახალ გადაცემაში, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, ივანიშვილს წამყვანმა კითხვა დაუსვა- რომ არა "ქართული ოცნება", რომელი პარტიაა მისი მეორე არჩევანი. ივანიშვილის თქმით, მისი მეორე არჩევანი "თავისუფალი დემოკრატები" არიან, თუმცა ადრე მისი ფავორიტი პარტია "რესპუბლიკური" იყო. ივანიშვილმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც "რესპუბლიკური პარტია" უკანა პლანზე გადასწია: "მეორე არჩევანია კოალიციის წევრები, ვინც ჩვენი პარტნიორები იყვნენ.კრიტიკის მიუხედავად. მე ასეთი კაცი ვარ, ახლობელს მეტი უნდა ვუთხრა პირში და ისედაც.რაც არ მიღქვამს მათთვის პირად საუბარში, არ მითქვამს საჯაროდ. მათ მოუწიათ მეტი კრიტიკა. კიდევ გავაგრძელებ "რესპუბლიკლების" კრიტიკას, კიდევ დამრჩა რაღაც სათქმელი. ისინი გამიკრიტიკებია ერთი მიზეზით, როდესაც "რესპუბლიკელები" მიმანიშნებენ, რომ მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და მიმართულება შევიცვალე, სწორედ ამის გამართლებას ვაპირებდი, რომ ბევრჯერ მითქვამს, მსურს ყველა პარტია განვითარდეს, რომ მეტი არჩევანი შეეძლოს ხალხს. მათი მხარდაჭერა ვერ შევძელი, რადგან ამ პარტიების ბევრი ნაკლი გამოჩნდა. განსაკუთრებით ამ ორი პარტიის-რესპუბლიკელების და თავისუფალი დემორკატების. თუ ადრე ვთქვათ რესპუბლიკელებს პირველს ვასახელებდი, ახლა "თავისუფალ დემოკრატებს" დავასახელებდი. "თავისუფალი დემოკრატები" რატომ მირჩევნია "რესპუბლიკელებს", თუმცაღა ორივეს პირველ რიგში დავასახელებდი, ისინი მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, კითხვები არ არსებობს ამ კუთხით. "დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ბევრი შეცდომა დაუშვა და გუნდის სხვა წევრები მეგობრობას გადაყვნენ, ნაცვლად იმისა, რომ ლიდერის შეცდომები გაესწორებინათ. ალასანიას შეცდომები გუნდმა თავისუფლად გაიზიარა და მეგობრობას გადააყოლა. ნაცვლად იმისა, რომ ალასანიას ჰყოფნოდა ვაჟკაცობა, თავის შეცდომებზე გუნდი არ წამოეყვანა, თვითონ მოიქცა არასწორად. შემდეგ უკვე გუნდი აღარ გადაყვა და შეცდომები აღარ დააშვებინეს.ამიტომ, დღეს "თავისუფალი დემოკრატები" ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურება. გუნდმა ძალიან ივაჟკაცა. გუნდის ეს პოზიცია ოპტიმიზმს მიტოვებს",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)