|
2016-09-08 16:48:10, 655 ნახვა
საზოგადოება
კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების პროფესიულ დღეს უწყებაში განხორციელებული რეფორმების ანგარიში წარადგინა
კახა კახიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების პროფესიულ დღეს უწყებაში განხორციელებული რეფორმების ანგარიში წარადგინა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში განხორციელებული რეფორმების ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, ლატვიის იუსტიციის მინისტრი დზინტარს რასნაჩსი და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. დზინტარს რასნაჩსი საქართველოს კახა კახიშვილის მოწვევით სტუმრობს. კახა კახიშვილმა სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელსაც უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს. ცვლილებების თანახმად, სასჯელის ახალი სახე შინაპატიმრობა, რომელიც ახლა არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება; იქმნება სრულიად ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება; პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე ასაკის შვილი, ბავშვის გაყვანის შემდეგ საშუალება მიეცემა უქმე დღეებში დაწესებულება დატოვოს; პირველად საქართველოში, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემათ; მცირდება დისციპლინური პატიმრობის ვადები; იცვლება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირთა გათავისუფლების მექანიზმი; იცვლება პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის ინიცირების წესი; იხვეწება ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმი და სხვა. მინისტრმა უწყებაში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზე საუბრისას თანამშრომელთა როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 24 საათიანი მუშაობის შედეგად მოხერხდა მთავარი მონაპოვარის შენარჩუნება. კახა კახიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მკვეთრ გაუმჯობესებასთან ერთად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, დასაქმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ დანერგილ ნოვაციებზე ისაუბრა. მათ შორისაა: ონლაინ მაღაზიის online.moc.gov.ge-ს ამოქმედება, სადაც მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება; საწარმოები დაწესებულებების ტერიტორიაზე, სადაც მსჯავრდებულები არიან დასაქმებულნი და სხვა. ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არქივი, რომელიც 1930-1990 წლების დოკუმენტაციას მოიცავს. არქივში დაცულია ყოფილი მსჯავრდებულების, მათ შორის სიკვდილმისჯილი პატიმრებისა და ყოფილი თანამშრომლების პირადი საქმეები. დოკუმენტაცია რამდენიმე წლის განმავლობაში N8 პენიტენციური დაწესებულების სარდაფში არასათანადო პირობებში იყო მოთავსებული. სამინისტრომ საარქივო მასალების აღდგენა, კლასიფიკაცია და სპეციალურ საცავში განთავსება უზრუნველყო. უნიკალური მასალები დღეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ არქივში, სათანადო პირობებითაა დაცული. ღონისძიებაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)