17:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 12:19:31, 1258 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: ხეზე სურთ აქცენტის გადატანა, თითქოს, ივანიშვილს სხვა საზრუნავი არ გააჩნია

მე ჩვენი ისტორია და კულტურა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, რომ ამ სფეროებს როგორმე დავეხმარო.  500-ზე მეტი კულტურული ძეგლი აღვადგინეთ და ეს არავინ არ იცის. სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ თითქოს, ივანიშვილს მეტი საზრუნავი არ გააჩნია, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ხეში გონიათ, რომ ნახავენ რაღაცა ისეთს, რომ ჩემში ცუდი აღმოაჩინონ. თუმცა, ვინც საქართველოში ჩემს მოღვაწეობას იცნობს, მე კულტურული ძეგლების აღდგენით დავიწყე. მე საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ხეები განსაკუთრებულად მიყვარს, მე ყველაფერი სწორედ და თანმიმდევრულად მაქვს დალაგებული - განსაკუტრებულად ადამიანები მიყვარს. მე მგონია, რომ ნორმალურია ადამიანი ვარ. ჩემი ქვეყანა მიყვარს. ხეებსაც და ბუნებასაც მიწვდა ჩემი სიყვარული. ეს უნდათ წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს, მხოლოდ ხეებია. მე ჩვენი ისტორია და კულტურა ძალიან მიყვარს. ვცდილობ, რომ ამ სფეროებს როგორმე დავეხმარო.  500-ზე მეტი კულტურული ძეგლი აღვადგინეთ და ეს არავინ არ იცის. სწორედ ხე გაახსენდათ და ხეზე უნდათ აქცენტის გადატანა, რომ თითქოს, ივანიშვილს მეტი საზრუნავი არ გააჩნია“, - აცხადებს ყოფილი პრემიერი.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics