|
2016-09-07 15:15:33, 601 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი ჩაშლილი სხდომის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის
პარლამენტის პლენარული სხდომის ჩაშლის გამო პარალმენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბოდიშს იხდის. უსუფაშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ისეთი პარლამენტი იყოს არჩეული, რომელიც აღებულ პასუხისმგებლობას პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატარებს. ”პარლამენტში გვესწრებიან პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი კანდიდატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ჩვენ გვესწრება ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც მზად იყო, გამოეტანა სარატიფიკაციო დოკუმენტები, სასესხო შეთანხმების თაობაზე. მე მინდა მათ ბოდიში მოვუხადო პარლამენტის სახელით, ჩემი კოლეგების სახელით. დღეს ჩვენ ვერ შევძლებთ სხდომის ჩატარებას. მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობასაც, ამომრჩეველს, რადგან ამ დროის მდგომარეობით პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც უნდა იყოს შრომისუნარიანი და შემძლე იმისა, რომ აკეთოს თავისი საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის კოლეგებს, რომლებიც ქუთაიში სესიაზე დასასწრებათ ჩავიდნენ, მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნებს თავისი კორექტივები შეაქვს, მათ შორის პარლამენტის ცხოვრებაშიც. "მინდა ვისურვო, რომ მომავალი პარლამენტი, რომელსაც 8 ოქტომბერს ავირჩევთ, შესძლებს იმას, რომ პირველი დღიდან ბოლო დღემდე ღირსეულად ატაროს დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ჰქვია და მოქალაქეებს ოდნავაც არ გაუჩინოს განცდა იმისა, რომ მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები ვერ ახერხებენ ფუნქციების შესრულებას. მე ვიცი ჩვენი რამდენიმე კოლეგა, რომელიც სამწუხარო მიზეზების გამო ვერ გვესწრება. როგორც ყოველთვის, არის გარკვეული გამონაკლისები, თუმცა დღეს ალბათ ცოტა უფრო კარგად უნდა წარვმსდგარიყავით ერთმანეთისა და საზოგადოების შინაშე”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა ვერ გაიმართა. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომის გახსნისთვის, რომელიც მოქმედი პარლამენტისათვის ბოლოა, კვორუმი არ შედგა. რეგისტრაცია მხოლოდ 30-მა დეპუტატმა გაიარა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)