22:32 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 14:15:37, 1009 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატოს გენერალური მივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია.

საქართველოში ის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან ერთდ ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრი დავით ბაქრააძე, საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე, ნატოში საქართველოს ელჩი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე დახვდნენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი იმ მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც საქართველოს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მხრიდან გააჩნია.

ბაქრაძის განმარტებით, ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე პირველ რიგში ის კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც საქართველომ ვარშავის სამიტზე მიიღო.

„ასევე  თავდაცვის სისტემების გაძლიერებეის ის მექანიზმები განიხილება, რომლებიც ვარშავის სამიტზე შეთანხმდა და კომუნიკაციების მექანიზმები. მეორე, ეს არის საქართველოს ნატოსკენ მისწრაფება, რომელსაც ვახორციელებთ. საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს ნატოს წევრობისთვის და ვიმსჯელებთ ამ ინსტრუმენტების შესრულების მიმდინარეობაზე. ნატოს გენერალურ მდივანს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, წინასაარჩევნო გარემოს. ნატო,  საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მეტად ინფორმირმირებული იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics