|
2016-09-07 12:57:18, 1104 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: ლისის ტბაზე სტუდენტური საცხოვრებელი მომავალ კვირაში გადმოგვეცემა
ლისის ტბაზე აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი მომავალ კვირაში იურიდიულად გადმოგვეცემა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საცხოვრებლის ორი მესამედი დაეთმობა 2 კრიტერიუმით შერჩეულ სტუდენტებს - სოციალური საჭიროება და წარჩინებული, ანუ მაღალი აკადემიური მოსწრება. „სტუდენტები იმ პირობით იცხოვრებს საერთო საცხოვრებელში, რომ მას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და მეორე პირობა ქინება, რომ სოციალურად არ აქვს საშუალება რომ დააფინანსოს თავისი ცხოვრება. ამ წესის დამუშავებით დაკავებული არიან სტუდენტები, ჩვენი შექმნილი პრატფორმის ფარგლებში. გვინდა, რომ ეს სისტემა მთლიანად სტუდენტების ხელში იყოს. 10 000 განაცხადია შემოსულია და საუბარია 300 ადგილზე, გაცილებით მეტი სტუდენტური საცხოვრებელი გვჭირდება რეალურად ვიდრე ვთავაზობთ. საუბარია, რომ აკადემიურობა იქნება გადამწყვეტი. ამასთან, სოციალურად დაუცველის ქულებზე არ იქნება დამოკიდებული, ვისაც არ აქვს საშუალება საცხოვრისით უზრუნველყოს სახლი, მათ გავათავსებთ“, - აღნიშნა ჯეჯელავამ. განათლების მინისტრმა მოუწოდა საზოგადოებას აღნიშნულ სტუდენტურ საცხოვრებელს შეხედოს როგორც არა გაჭირვებულების ქალაქს, არამედ საოცრად მაგარი სტუდენტების ქალაქს. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, სამინისტრო დაკომპლექტების 2 მიმართულებას იხილავს. „ერთი არის უცხოელი სტუდენტების საკითხი. მოგეხსენებთ, რომ სერიოზულად ვაპირებთ უცხოელი სტუდენტების საქართველოში სწავლის ხელშეწყობას. დაახლოებით 110-120 ადგილი გვინდა დავუთმოთ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ისწავლიან“, - განაცხადა მინისტრმა. ჯეჯელავას განმარტებით, საცხოვრებელში ყველა კურსის სტუდენტები განთავსდებიან.
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)