20:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 11:31:09, 787 ნახვა

პოლიტიკა
„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა.

კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს სამომავლო გეგმები გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ესაუბრა, რომელზეც პარლამენტში გეგმავს მუშაობას.

,,ყოველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ქალაქის ტერიტორიაზე გამოირჩევა მაღალი ინტერესით, არის ძალიან პროდუქტიული, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის, რადგან მე შევხვდი ჩემი უბნის მოსახლეობას. მე აქ დავიბადე და გავიზარდე.  მიხარია, რომ ამ ადამიანებისაგან მოდის განსაკუთრებული სითბო და მხარდაჭერა“, - განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics