|
2016-09-05 13:45:18, 845 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტთა ალიანსი“: ნარმანიას უჯრაში ბიუჯეტიდან გაუხარჯავი 22 მილიონი ლარი დევს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახა კუკავა, ირაკლი ლატარია, გია ბერძენიძე და მამუკა ტუსკაძე დედაქალაქის მერს მიმართავენ. ისინი ხვალ 10:30 საათზე ყველა იმ უბნის წარმომადგენლებს მოუწოდებენ შეიკრიბონ თბილისის მერიასთან, რომელთა უბანსაც გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს. მათი განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტში ორი კვარტლის მონაცემებით გაუხარჯავი 22 მილიონი ლარია. როგორც ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა კუკავამ აღნიშნა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან თანხები არადანიშნულებისამებრ იხარჯება. „პატრიოტთა ალიანსის თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა როგორც პარლამენტის ასევე საკრებულოში, გვინდა ერთობლივად მივმართოთ თბილისის მერს. გასული თვეების მანძილზე რაც ჩვენ დავიწყეთ საარჩევნო კამპანია შეხება მოგვიწია უამრავ სოციალურ და კომუნალურ პრობლემებთან. მაგალითად, ჩემს საარჩევნო ოლქში 21 საუკუნეში, მუხიანში, კანალიზაციის, წყლის, სანიაღვრის არხების გარეშე არის მოსახლეობა. მოსახლეობას არავინ არ ეკითხება სკვერი და სტადიონი უფრო ურჩევნია თუ რომელიღაცა სპორტული ცენტრის მშენებლობა“,-აღნიშნა კუკავამ. ამასთან, კუკავას განცხადებით, აღნიშნული 22 მილიონი დავით ნარმანიას უჯრაში დევს და არ აქვს დანიშნულება. „მილიონობით ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება არადანიშნულებისამებრ. ყველაზე უფრო მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად, როდესაც ჩვენ წერილობით მივმართეთ ჩვენი რაიონის გამგებლებს, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბიუჯეტში არ არის თანხა. გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და თბილისის ბიუჯეტის ორი კვარტლის მონაცემებით, დედაქალაქის ბიუჯეტში არის 22 მილიონი გაუხარჯავი თანხა. 22 მილიონი, რომელიც დევს, სადღაც დავით ნარმანიას უჯრაში და არ აქვს დანიშნულება. იმ დროს როდესაც, ამ თანხით შეიძლება დაიგოს კილომეტრობით გზა, გაყვანილი იქნას კანალიზაცია და სანიაღვრე არხები. ამიტომაც ჩვენ მოვუწოდებთ თბილისელებს, ბრძოლის გარეშე არაფრის მიღწევა არ შეიძლება. ხვალ 10:30 ნახევარზე შევიკრიბოთ თბილისის მერიასთან, თბილისის ყველა იმ უბნის წარმომადგენლები, რომელთა უბანსაც აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მოვითხოვოთ ჩვენ ჩვენი წილი ამ 22 მილიონი გაუხარჯავი საბიუჯეტო სახსრებიდან. თუ ჩვენ არ მოვითხოვთ ამ 22 მილიონს აუცილებლად ამ თანხით დაფინანსდება რომელიღაცა კონცერტი, ჩამოიყვანენ ისევ რომელიღაცა აგილერას ან უილიამს. ამ 22 მილიონის სწორად განაწილებაზე ჩვენ მათ წარვუდგენთ ჩვენი უბნების მიხედვით შესაბამის წინადადებებს. ხოლო თუ არ დაგვეთანხმება მერი მაშინ, ჩვენ მზად ვიქნებით ყველანაირი გამწვავებისთვის“,-დასძინა კუკავამ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)