|
2016-09-05 13:41:35, 715 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არაა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რესპუბლიკური პარტიის" პლუსი არის მხოლოდ ის, რომ ასაკიანი პარტიაა და წესებს იცავენ. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და გურიის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს. თუმცა, ივანიშვილის თქმით, "რესპუბლიკური პარტია" სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არაა: "მემგონი, მშვენივრად აფასებენ "რესბუბლიკურ პარტიას". „რესპუბლიკური პარტიის" პლიუსი არის ის, რომ ძველი პარტიაა, თანმიმდევრულობით გამოირჩევა, იცავენ ელემენტარულ წესებს, რაც აუცილებელია პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის. ძალიან უყვართ პროცედურული დემოკრატია და ა.შ. ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკურ პარტიას.1% არ იკითხება დღეს გამოკითხვებში. სწორად აფასებს საზოგადოება "რესბუბლიკური პარტიის" რეიტინგს. მათთვის სახელწმიფო იწყება იქ, სადაც იწყება „რესპუბლიკური პარტია“ და სრულდება იქ, სადაც მთავრდება რესპუბლკური პარტია. მათ არ აქვთ არავითარი რესურსი იმისა, რომ საერთო სახალხო საქმეზე, სახელმწიფოზე იფიქრონ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)