04:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 10:18:41, 1686 ნახვა

სამართალი
სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბადრი ნათობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი პატიმრობის გამოყენების საფუძველს ვერ ხედავდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
წინასასამართლო სხდომა 25 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ბადრი ნათობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ სოსო ჯოხაძეს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე - გადაყვანილია საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics