|
2016-09-04 14:18:24, 924 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური სოფელ ზერტის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს საკუთარ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიაწოდეს. „ზერტის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას შიდა საუბნო გზების მოპირკეთება წარმოადგენს. 2017 წლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებულია ზერტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩემთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების როლის გაზრდა სოფლის კეთილმოწყობის საკითხში. 2017 წელს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპორტული მოედნები მოეწყოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მე ჩემს გუნდთან ერთად მოტივირებულები ვართ რაიონის მასშტაბით ინოვაციების დანერგვისა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი , სახელმწიფო სერვისებსა თუ პროგრამებზე სრული ინფორმაციის მიწოდება. ძლიერი გლეხი , სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების უმთავრესი ბიძგია“,-განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას. წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლის დასახლებაში (ე.წ ვოლოგდის ბინები) მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. „ჩემს გორელებთან ერთად სულ მოკლე ხანში ჩვენი ქალაქის შენებას დავიწყებთ, ამისათვის საჭიროა ერთამანეთთან მუდმივი კომუნიკაცია. ვაძლევ პირობას ჩემს ამომრჩეველს, რომ მე ვიქნები მათი პრობლემების გამხმოვანებელი ყველა შესაბამის სტრუქტურაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვხედავ ჩემს ქალაქში როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები. მოსახლეობას სიტყისა და აზრის გამოთქმის უფლება აქვს, სწორედ ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის ძირითად პრობლემას უმუშავრობა წარმოადგენდა. უმუშევრობის პრობლემის მოგვარება ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევაა, ჩვენ ვხედავთ შედეგს, 4 წლის განმავლობაში ბოლო მოეღო მონოპოლიურ ბიზნესს, შეიქნმა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის, განვითარდა მცირე და საშუალო ბიზნესი , შესაბამისად შეიქნმა მეტი სამუშაო ადგილი. მე მჯერა, სულ მოკლე დროში, ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად არამარტო ჩემს ქალაქში, არამედ სრულიად საქართველოში აღარ იქნება უმუშევრობის პრობლემა“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ. (NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)