|
2016-09-03 15:34:27, 657 ნახვა
პოლიტიკა
აუდიტის სამსახურში იმაზე მეტი ძველი კადრია ვიდრე შეიძლება იყოს
„პატრიოტთა ალიანსი“ აუდიტის სამსახურის ჯარიმას გაასაჩივრებს ის პირები, რომლებმაც შეწირეს ჩვენ პარტიას თანხა, არიან ჩემი მეუღლე და ჩემი ძმა. რაც შეეხება თანხას, ის მათ პირად სარგებლობაში იყო და მესამე პირის არსებობაზე საუბარი აბსურდულია. თანხის შეწირვაში პრობლემას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა კონსტანტინე მორგოშია განაცხადა. როგორც მორგოშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, აუდიტის სამსახურის ჯარიმასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. „სხვადასხვა დროში, რამდენიმე თვის წინ, ამ ადამიანებმა პარტიას თანხა ტრანშებით შეწირეს. ჩემთვის გაუგებარია აუდიტის სამსახური ამაზე რატომ დაობს. პოლიტიკურ პარტიას ბევრი ფიზიკური თუ იურიდიული პირი შემოწირავს თანხას. ამის გარდა, მე ვარ პარტიის წევრი და იდეოლოგიურად მეც და ჩემი ოჯახიც ამ პარტიასთან ახლოს ვართ. თუ სასამართლოში შევა სარჩელი, ჩვენ შესაგებელს მოვამზადებთ. არ მინდა ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მივცე, თუმცა გარკვეული მოვლენები, რომლებიც ამ პროცესს მოყვება, ეჭვის ნიადაგს ბადებს. მახსენდება იგივე წნეხი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წასვლას მოუთმენლად ველოდებოდით, რადგან ჩემი ოჯახი იმ პერიოდში პრობლემების და უკანონო ჯარიმების წინაშე არაერთხელ დამდგარა“, - განაცხადა მორგოშიამ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ნაწილობრივ დასრულდა, თუმცა მან სამართლიანობის აღდგენა ვერ ნახა იქ სადაც ეძებდა. „არ ვიცი ეს დისკრედიტაცია ვისი მხრიდან ხდება, თუმცა პატარა ბავშვიც მიხვდება. რიმა ბერაძეს 4 ათას ლარიან ჯარიმასა და ჩემ 185 ათას შორის დიდი სხვაობაა. მინდა ვთქვა, რომ იგრძნობა ჩვენი პარტიის მზარდი რეიტინგი. გამოკითხვების აღარავის სჯერა და საბოტაჟის ნიშნებს ვხედავ. იმასაც ვიტყვი, რომ აუდიტის სამსახურში იმაზე მეტი ძველი კადრია ვიდრე შეიძლება იყოს“, - აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ მცხეთის მაჟრიტარობის კანდიდატმა. ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახური პატრიოტთა ალიანსის 183 200 ლარით დაჯარიმებას ითხოვს. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნაშია აღნიშნული, „ალიანსმა“ სამი პირისგან 183 200 ლარიანი შემოწირულობა მიიღო, რის შედეგადაც კანონი დაირღვა. „დარღვეულია კანონი, რომლის მიხედვითაც, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული შემოწირულობების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 60 ათას ლარს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსისთვის“ 183 200 ლარიანი ჯარიმის გამოწერის შესახებ“, - განაცხადა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)