09:49 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 15:55:36, 1063 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-აგვისტოში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 655,3 მილიონი ლარი შეადგინა

2016 წლის იანვარ-აგვისტოში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 655,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 504 მილიონი ლარით, 9.8%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის 9 თვის გეგმის - 89,0%, ხოლო წლიური გეგმის 65,1%-ია. შედარებისთვის, 2015 წელს ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის ფაქტიურმა მაჩვენებელმა 9 თვის ფაქტიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 87,2%, ხოლო 12 თვის მაჩვენებელთან მიმართებაში - 57,5% შეადგინა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 მილიარდ 177,7 მილიონი ლარი, რაც 310,3 მლნ ლარით, 6,4%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს. ეს მაჩვენებელი 2016 წლის 9 თვის გეგმის 88,8%, ხოლო წლიური გეგმის 64,9%-ია. გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8 თვის ფაქტიურმა მაჩვენებელმა 9 თვის ფაქტიურ მაჩვენებელთან მიმართებაში - 86,9%, ხოლო 12 თვის მაჩვენებელთან მიმართებაში 64,5% შეადგინა.

წინასწარი მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვამ 2016 წლის იანვარ-აგვისტოში შეადგინა 6 მილიარდ 400 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 83,9%, ხოლო წლიური გეგმის 63,1%-ია. 2016 წლის პირველ 8 თვეში დახარჯულია 384,6 მლნ ლარით (6,4%-ით) მეტი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics