|
2015-03-10 15:39:55, 731 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა თბილისისთვის ჰიბრიდულ ავტობუსებს შეიძენს
საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის დღეს გაფორმდა შეთანხმება 500 მილიონი იაპონური იენის (დაახლოებით, 4,2 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის არასაპროექტო გრანტის გამოყოფის თაობაზე. საქართველოსთვის გადმოცემული გრანტით, მთავრობა თბილისისთვის ახალი თაობის ჰიბრიდული და ელექტრო ავტოსანტრასპორტო საშუალებებს შეიძენს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გრანტის ნაწილით იგეგმება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ახალი თაობის ავტობუსების შეძენა. კერძოდ თბილისის ცენტრალურ ნაწილში არსებულ მარშუტებზე სამოძრაოდ დაინიშნება ჰიბრიდული (ელექტრო) ავტობუსები, გარდა ამისა, ე.წ. მწვანე ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, ამავე გრანტით იგეგმება ორი მცირე ზომის ელექტრომობილის შეძენა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)