|
2016-08-31 15:07:13, 756 ნახვა
პოლიტიკა
სააპელაციო სასამართლოში „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ცესკო-ს მიერ საარჩევნო ნომრის მინიჭებას ეხება. როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა კახა ნარეკლიშვილმა განაცხადა, ცესკო სააპელაციო სასამართლოში იგივე არგუმენტებით წარდგება, რითაც საქალაქო სასამართლოში. „შევეცდებით სააპელაციო სასამართლოშიც დავამტკიცოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული დადგენილების სამართლიანობა“, - განაცხადა კახა ნარეკლიშვილმა. როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ ხიდაშელმა განაცხადა, უნდა მოხდეს ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. “ვითხოვთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, მე რომ მქონდეს განცდა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური წნეხისგან, გეტყოდით რომ ჩვენ ამ სარჩელს მოვიგებდით, რადგან არის სამართლებრივად გამართული და დასაბუთებული. ცესკო-ს დადგენილება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მიღებული, ეს არის ბოლო ინსტანცია, სააპელაციოს გადაწყვეტილება აღარ გასაჩივრდება”, - განაცხადა ხიდაშელმა. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, „რესპუბლიკური პარტიის“ სარჩელი არის უსაფუძვლო. „რესპუბლიკელებს“ ქონდათ ერთადერთი მოტივაცია, მოვედუნებინეთ და წინასაარჩევნო პერიოდში დაეზარალებინა საქართველოს „პატრიოტთა ალიანსი“. ნომერი რვა „პატრიოტთა ალიანსს“ მინიჭებული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ადგილობრივ და შუალედურ არჩევნების პერიოდიდან, ჩვენი რეკლამებიც გადის რვა ნომრით“, - განაცხადა გოჩა თევდორაძემ. ცესკო-მ საარჩევნო ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით "პატრიოტთა ალიანსის" და "ახალი მემარჯვენეების" საარჩევნო ნომრები უცვლელად დატოვა. "რესპუბლიკური პარტიაში" კი აცხადებენ, რომ ყველა პარტიის საარჩევნო ნომერი წილისყრით უნდა განსაზღვრულიყო.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)