|
2016-08-31 13:27:50, 1866 ნახვა
მსოფლიო
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში სამი ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა
იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან სამი ათასამდე მიგრანტი გადაარჩინა, - ამის შესახებ BBC იუწყება. იტალიის ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში აღმოაჩინეს 10 ათასზე მეტი მიგრანტი, რომლებიც გადატვირთული ნავებით ევროპამდე მიღწევას ცდილობდნენ. იძულებით გადაადგილებულ პირთა უმეტესობა ერითრეიდან და სომალიდანაა. გადარჩენილ მიგრანტებს შოროს ბევრი ბავშვია, მათგან ყველაზე პატარა დაახლოებით ერთი კვირისაა. იტალიის სანაპირო დაცვა მიიჩნევს, რომ მიგრანტები ლიბიის სანაპიროდან დაახლოებით 20 კილომეტრის მანძილზე გადიან ნავებით იმ იმედით, რომ მათ მაშველები აღმოაჩენენ და სიცილიაზე გადაიყვანენ. შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ლიბიის სანაპიროსთან მაშველებმა 6500 ადამიანი გადაარჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)