07:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 11:47:30, 1265 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინურ კორპორაცია „CEFC China Energy“-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

30 აგვისტოს საქართველოს მსხვილი ჩინური კორპორაციის „CEFC China Energy“-ის აღმასრულებელი დირექტორი ჭანგ ძიანძუნი ეწვია.

„CEFC China Energy“-ი ჩინეთის ერთერთი უმსხვილესი კორპორაციაა. ის ავტორიტეტული Fortune Global 500-ის ლისტინგშია, რომელიც მსოფლიოს უმსხვილეს 500 კორპორაციას აერთიანებს.  

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შეხვედრა ჩინური კორპორაციის „CEFC China“-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთის უმსხვილეს ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტის დროს განხორციელდა, რომლის დროსაც დაადასტურეს, რომ „CEFC China“-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს. მისი მეშვეობით „CEFC China“-ი განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიციები საბანკო სექტორში, ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში.

„CEFC China“-ის აღმასრულებელი დირექტორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორპორაცია „CEFC China Energy Company Ltd“-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმზე ბიზნეს და საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ.

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას სავაჭრო-საინვესტიციო სფეროში. მისი მიზანია მხარეებს შორის მოხდეს საინვესტიციო პროექტების განხილვა, „CEFC“-ის მიერ საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტების მონიტორინგი და ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, უძრავი ქონება, საბანკო-საფინანსო სექტორი, კომუნიკაციები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics