|
2016-08-30 18:55:55, 1349 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი გაიხსნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხაესტატეში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცენტრი ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული აბილიტაციის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში გაიხსნა. პროექტის მიზანს ქობულეთის რაიონში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ასევე მათი უფლებების ადვოკატირება, აუცილებელი სპეციფიური სერვისის მიღების შესაძლებლობაზე ზრუნვა და ამ სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდა; ცენტრმა ფუნქციონირება ამ ეტაპზე სოფელ მუხაესტატეში დაიწყო. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვეს დისტანციურად 13 ქცევის თერაპევტი ემსახურება. ქობულეთის სერვის ცენტრში სპეციალისტების გარდა მშობლებიც იქნებიან ჩართულები. მოხდება მათი ცოდნის დონის გაზრდა და გამოყენებითი ქცევის ტექნიკის ანალიზის დაუფლება. აღნიშნული გააუმჯობესებს მშობლების ბავშვთან კომუნიკაციას და მისცემს მათ ბავშვთან ეფექტურად მეცადინეობის შესაძლებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის სწორი პრაქტიკის ხანგრძლივად მიღების თვალსაზრისით. პროექტში ჩართული არიან საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე, ასევე ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ბავშვის განვითარების კლინიკის „ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი, BCBA - თინათინ ჭინჭარაული და კლინიკის ფსიქოლოგები. „ძალიან მიხარია, რომ ქობულეთში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებს მიეცათ საშუალება ამ აუცილებელი და საჭირო სერვისის მიღების. მისასალმებელია იმ ხალხის ძალისხმევა, რომელთა ინიციატივითა და ორგანიზებით ეს მოხერხდა. დიდი მადლობა მათ. ვფიქრობ, რომ მთავრობამ, არასამთავრობო სექტორმა, ისევე როგორც თითოეულმა ჩვენთაგანმა მუდმივი მხარდაჭერა უნდა გამოხატონ ასეთი საკითხის მიმართ და ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლისათვის" - განაცხადა ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას სოფიო ბაკურიძემ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)