|
2016-08-29 18:23:03, 667 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი უახლოეს დღეებში ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვევა, –ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვის შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ, კულტურულ, სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღმავების პერსპექტივებს. გიორგი კვირიკაშვილმა და ელმარ მამედიაროვმა ისაუბრეს იმ მსხვილმასშტაბიან, რეგიონული მნიშვნელობის მქონე ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას ეკონომიკური განვითარებისა და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ სატრანსპორტო კომუნიკაციების საკვანძო რგოლებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე. აღინიშნა საქართველოში ტურიზმის დადებითი დინამიკა, მათ შორის აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე დაესწრნენ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)