|
2016-08-29 12:24:52, 790 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოზე ირიბი ზეწოლა ორივე მხრიდან ხორციელდება
„რესპუბლკური პარტიის“ წევრი ვახტანგ ხმალაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა და პოლიტიკოსთა მოქმედებამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტს სერიოზული ზიანი მიაყენა. „ის პროცესები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში და მის გარეთ ვითარდება ძალიან ცუდია. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა, ასევე პოლიტიკოსთა მოქმედებამ, ამ ინსტიტუტს სერიოზული ზიანი მიაყენა. ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლოზე ირიბი ზეწოლა ორივე მხრიდან ხორციელდება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დაიწყო. მხედველობაში მაქვს - „რუსთავი 2“-ის, გიგი უგულავას და ა.შ. საქმეები. რაც შეეხება მოსამართლეებზე პირდაპირი ზეწოლის ფაქტებს, თუ ასეთი რამ მართლა არსებობს, კეთილი ინებონ მოსამართლეებმა და დაასახელონ - ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას. მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა, როგორც ჩვენ მთავარი პროკურატურისგან და მოსამართლეებისგან მოვისმინეთ - ასეთი ფაქტი არავინ დაადასტურა. თუ დამნაშავე არ დასაჯე, დანაშაულს თავიდან ვერ აიცილებ. კეთილი ინებონ მოსამართლეებმა, ეყოთ თვითშეგნება და ამხილონ დამნაშავე. პირველ რიგში, პოლიტიკოსები თავის შეფასებებში ზომიერება უნდა შეინარჩუნონ, ხოლო მოსამართლეები ფრთხილად უნდა მოიქცნენ, რომ მათი მოქმედება პოლიტიკურ მიკერძოებულად არ შეფასდეს“, - აცხადებს ხმალაძე. შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ნაციონალური მოძრაობის დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს. ქართულ ოცნებაში გიორგი პაპუაშვილსა და ოპოზიციას პლენუმის სხვა წევრების დისკრედიტაციის მცდელობაში სდებენ ბრალ თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელა და მმართველი გუნდი სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაში დაადანაშაულა.
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)